თბილისი ზუგდიდის მატარებელში როგორც კი ავედი ერთი ქალის საუბარმა ეგრევე მიიქცია ყურადღება მეგრულად საუბრობდა და ქართულ "მაღალფარდოვან" სიტყვებს ურევდა. დაახლოებით 60-65 წლის იქნებოდა.
მალე ჩავყვინთე.
მატარებელი რომელიღაც სადგურზე შევიდა და კივილმა გამომაფხიზლა. გასასვლელისკენ წავედი, ჩასასვლელთან ეს ქალი იდგა ხელებგაშლილი და მოთქვამდა ჩემი ბავშვი არ არისო ამოსული (ჩქიმ ბაღანა ვარენია) ეგეთი კივილი და მოთქმა მარტო მეგრელ ქალებს შეუძლიათ, თან რომ კივიან და თან არა, უფრო ამბავს რომ გიყვებიან. ეს ქალი ნამდვილად ჩემპიონი იყო. ბევრ მეგრელ ქალს შეშურდებოდა მისი ტემპრის და ინტონაციის.
ესეთი სიტუაცია იყო. ჩვენი მატარებელი ზესტაფონის სადგურზე შევიდა და გაჩერდა. ამ ქალის ბავშვი კი მაღაზიაში იყო გადასული.
ამ დროს გვერდითა ლიანდაგზე სხვა მატარებელი შემოვიდა და ის უკან ვერ გადმოდიოდა რომ მატარებელში ამოსულიყო. ჩვენი მატარებელი უნდა დაძრულიყო და ეს ქალი გამცილებელს ამოსვლის საშუალებას არ აძლევდა. ჩემი ბავშვი ჯერ არ დაბრუნებულაო. გულის წასვლის სცენაც დადგა და თან მაინც მეგრულ ქართულად მოთქვამდა ათე მატარებელქ ვედას ვარა, (შემდეგ გულის წასვლის მცდელობა) შემდეგ კი _ მე მოვკვდები ქალბატონოო, მთელი ვაგონი წამოიშალა, ჩემ წინ ქალებმა მეგრულად ჩაილაპარაკეს ბავშვი მარტო როგორ გაუშვაო. გამცილებელი ეუბნებოდა რომ მატარებელი არ წავიდოდა სანამ მისი ბავშვი არ დაბრუნდებოდა, მაგრამ ეს ქალი ესე კარებში ხელგაშლილ მდგომარეობაში კივილს და თითქმის გულის წასვლას აგრძელებდა (დაახლოებით 10-15 წუთი გაგრძელდა ყველაფერი) გარეთ ძაან წვიმდა. ფანჯრიდან დავინახე რომ მეორე მატარებელი დაიძრა და უცებ წარმოვიდგინე როგორ ეხუტებოდა ეს ქალი ბავშვს (ჩემი ვარაუდით შვილიშვილს) და თან ეჩხუბებოდა.
Więc tym razem pociąg wznosi 35-40 na galumpuli, szary „baby” z uszu i nosa z kropelek wody są na nią i mówi: Och Jak dastskhoo.
Ona już nie przytulić, ale skrytykował go tak długo o brana.
Więc nie powiedziałbym dużo ale
# Ravi
# midiodamatarebeli
Tłumaczony, proszę czekać..