გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროს მედალოსნებს გამგეობამ საჩუქარი გაუკეთა. 15 ბავშვი ხუთი დღე საზღვაო კურორტზე დაბა ურეკში დაისვენებს.
ამის შესახებ მათთან, დღეს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა.
წარჩინებულ ახალგაზრდებს გამგებელმა და საკრებულოს წევრებმა სკოლის წარმატებით დამთავრება მიულოცეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
"ჩვენთვის ახალგაზრდა თაობის წარმატება ძალიან სასიხარულოა, ვულოცავ მათ სკოლის წარმატებით დასრულებას და უკვე სტუდენტობას. გამგეობა ყოველთვის ხელს შეუწყობს და წაახალისებს ასეთ ბავშვებს." - გამაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა.