ელსა თბილისი გთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროექტს - Freshers’ Camp ’14 - ახალწვეულთა ბანაკი ‘14.
ღონისძიება გაიხსნება ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლასა (Buckswood International School ) და ელსა საქართველოს (ELSA Georgia) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელის მოწერით.
ღონისძიების მიზანია ელსას საქმიანობის, სტრუქტურისა და ფუნქციების გაცნობა ახალწვეული ელსელებისთვის, ასევე მათი დაახლოება და ელსას ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმა. ბანაკის ფარგლებში, ერთი დღე–ღამის განმავლობაში გაიმართება როგორც აკადემიური, ისე - სოციალური ხასიათის ღონისძიებები. აკადემიური ნაწილის განმავლობაში გაიმართება ტრენინგები ელსას შესახებ, დღის ბოლოს კი თემატური წვეულება.
ახალწვეულთა ბანაკი გაიმართება 2014 წლის 29-30 მარტს, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში (წყნეთი, რუსთაველის 32).
ვინაიდან ღონისძიება ხორციელდება ელსას ახალწვეულთათვის, მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ელსა თბილისის მხოლოდ იმ წევრებს, რომლებიც 2013 წლის ოქტომბრის შემდეგ გაწევრიანდნენ ასოციაციაში. ბანაკში მონაწილეობა წევრებს მისცემს შესაძლებლობას მომავალში უკეთ შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება ელსაში და ნამდვილად შეიგრძნონ „ELSA Spirit“, რომლის გადმოცემაც სიტყვებით შეუძლებელია.
ბანაკში მონაწილეობის საფასურია - 40 ლარი, რაც მოიცავს ღონისძიებისთვის საჭირო ყველა ხარჯს (ტრანსპორტირება, კვება, ცხოვრება, სოციალური ღონისძიებები).
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია:https://docs.google.com/forms/d/16HD56sAvztWWgYa5Fs_pltppp9caHIbjBjNiziMPKS0/viewform
აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა 26 მარტი, 12:00 საათი.
საბოლოო რეგისტრაცია ხდება თანხის გადახდასთან ერთად. თანხის გადახდა შეგეძლებათ 17 მარტიდან, 27 მარტის 18 საათამდე, ელსას ოთახში ოფის მენეჯერებთან. (თსუ, მე-2 კორპუსი, 001 აუდიტორია) ელსას ცენტრალური ოფისი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს 11:00 დან 15:00 საათამდე.
ადგილები შეზღუდულია, ასე რომ, იჩქარეთ!
ახალწვეულთა ბანაკების მონაწილეები დღის წესრიგსა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ აპლიკაციაში თქვენს მიერ მითითებულ ელ.ფოსტაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
✆ (+995 555) 11 47 74 
✉ Tbilisi@elsa.ge
გისურვებთ წარმატებებს ელსასთან ერთად!
ქეთი, ნინო, მარი, მარიამი, ანა, ანი, ლიკა
Tłumaczony, proszę czekać..
