ზუგდიდის იუსტიციის სახლის მიერ გაცემულ ცნობაში (რომელიც თან აპოსტილით დამიმოწმეს), ჩამიწერეს, რომ მე არ ვარ საქ-ოს მოქალაქე. შეცდომა ნოტაიუსმა აღმოაჩინა გუშინ, ანუ, გაფრენამდე ერთი დღით ადრე. დახმარება ვთხოვე ქალბატონ თეა წულუკიანს. ჩემმა რედაქტორმა პარალელურად იუსტიციის სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელს მიმართა. გუშინ. კვირა დღეს. წულუკიანმა ჩემი წერილის მიღებიდან რამდენიმე (2-3) საათში მომწერა, რომ ყველაფერს გაარკვევდნენ. მისი წერილიდან კიდევ რამდენიმე საათში ზუგდიდის იუსტიციის სახლიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ დილიდან ყველაფერს გამოასწორებდნენ. საქმე იმაშია, რომ საბუთის აპოსტილით დამოწმების შემდეგ ის თბილისში უნდა გადამეგზავნა მთარგმნელთან და ნოტარიუსთან, შემდეგ კი ისევ უკან, წალენჯიხაში გამოგზავნილიყო დოკუმენტი. დღეს დილიდან ზუგდიდის იუსტიციის სახლში ვარ. ყველანაირი პრობლემა ზუსტად საათნახევარში მომიგვარეს. ბოდიშები მომიხადეს და ჩემოდანის ჩალაგების ნაცვლად რომ ისევ იუსტიციის სახლში ვიყავი და ჩემს დოკუმენტს ჩემამდე მოსამვლელად მინიმუმ 500 კმ უნდა გაევლო, რომ დასრულებული სახლით ჩამბარებოდა, იუსტიციის სახლის თანამშრომლების შეცდომას არ გავუღიზიანებივარ. შეცდომა ყველას მოსდის, მთავარია მას როგორ ასწორებ. დარწმუნებული ვარ, არც ერთ ქვეყანაში (რომელთანაც მე მქონია ურთიერთობა) მათ მიერვე დაშვებულ შეცდომაზე ასეთ სწრაფ რეაგირებას არ მოახდენდნენ არც ერთ სახელმწიფო უწყებაში.
Tłumaczony, proszę czekać..